Belive

შენგელიას 20 ქულის მიუხედავად ცსკა დამარცხდა | ანტირეკორდი

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ცსკა" ევროლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე ყაზანის "უნიქსს" მასპინძლობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პირველ მეოთხედში ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა არმიელები პირველი ნახევრის შემდეგ 18-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდნენ. "ცსკა"-სთვის ვერც მეორე ნახევარმა ივარგა და საბოლოოდ 2012 წელს დაფიქსირებული ანტირეკორდი (საკუთარ არენაზე ბარსელონას წინააღმდეგ წაგებული მატჩი 21-ქულის სხვაობით - 60:81) გამეორდა - ამჯერად წითელარმიელებმა ანგარიშით - 67:88, წააგეს. თორნიკემ პარკეტზე გატარებულ 25:12 წამში, 20 ქულას, 6 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. უნდა აღინიშნოს, რომ "ცსკა"-ს წლევანდელ ევროლიგაზე მისთვის უჩვეულოდ, 15 შეხვედრის ჯამში 6 მარცხი უფიქსირდება, რითაც მე-7 პოზიციას იკავებს.

შეხვედრის მიმოხილვა | VIDEO



 

სხვა სტატიები