შენგელიას 2000 ქულა ევროლიგაზე – თორნიკემ ცსკა-ს ულიდერა

ევროლიგის 22-ე ტურში “ცსკა” სტუმრად “ალბას” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 71:68 დაამარცხა.

მოსკოველთა რიგებში შესანიშნავად გამოიყურებოდა თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 26 წუთში 20 ქულა (6-დან 4 ჯარიმა, 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი), 1 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ “ცსკა”-ს ბოლო 4 ქულა, რომელიც საბოლოოდ გერმანელთა დასამარცხებლად აუცილებელი გამოდგა, სწორედ შენგელიამ მოიპოვა.

გარდა ამისა, “ალბასთან” თამაშის დროს თორნიკემ მოახერხა და ევროლიგაზე 2000 ქულიან ნიშნულს მიაღწია. 29 წლის კალათბურთელი ტურნირის ყველა დროის ბომბარდირებს შორის 39-ე ადგილს იკავებს.

 

 

(2069)

შენგელიას 2000 ქულა ევროლიგაზე – თორნიკემ ცსკა-ს ულიდერა

სტატიის ავტორი
-