Belive

შენგელიას 27 ქულა - საქართველომ სტუმრად ისლანდიას მოუგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი - ისლანდია სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:85 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. 12 ქულას, 5 პასსა და 4 მოხსნას მოუყარა თავი თად მაკფადენმა. ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი შერმადინმაც - 10 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა.

ისლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 19 ქულით, 6 პასით, 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ელვარ ფრიდრიქსონი გამოირჩა.

საქართველო 4 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, 4 მოგება და 3 მარცხია ისლანდიის ანგარიშზეც (მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები გაიფორმებს).

ილიას ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 14 ნოემბერს, თბილისში, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები