Belive

შენგელიას ბასკონია მადრიდის რეალთან 1 ქულით დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ევროსარბიელის - ევროლიგის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა, ბოლო მეოთხედში "ბასკონიამ" მეტოქეს 3-ქულით გაუსწრო, თუმცა დრამატული შეხვედრის დასასრული "მადრიდელებისთვის" ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა, "რეალმა" მეტოქე მხოლოდ 1 ქულით, ანგარიშით - 69:70 დაამარცხა. ბასკონიას კაპიტანმა და ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32 წუთი და 9 წამი გაატარა, რა დროშიც - 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი თოკოს 11 ჰქონდა, რაც მის გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება მეორე ნატურალიზებულ ქართველ მეტ ჯენინგს, რომელიც ასევე "ბასკონიას" რიგებში ირიცხება, მან 11 ქულა და 1 პასი დააგროვა. მომდევნო შეხვედრას "ბასკონია" დღეს, 6 თებერვალს, კვლავ ევროლიგის ეგიდით, თბილისის დროით 23:59-ზე ფრანგული კლუბის, "ლიონ ვილერბანის", წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები