Belive

შენგელიას ბასკონია ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
7 ნოემბერს ევროლიგის ეგიდით რიგით მე-7 ტურის შეხვედრა ჩაატარეს "ოლიმპია მილანომ" და "ბასკონიამ". შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრად ჩასულ ესპანელებს ბოლო მეოთხედი კარგად აღარ წაუვიდათ და დამარცხდნენ. თორნიკე შენგელია "ბასკონიას" რიგებში ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ, მან პარკეტზე 26 წუთი და 13 წამი გაატარა, რა დროშიც 12 ქულას, 9 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ბლოკშოტს მოუყარა თავი. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 81:74 "ოლიმპია მილანოს" სასარგებლოდ. იტალიელები ამჟამად ევროლიგის ცხრილის სათავეში 6 მოგებითა და 1 მარცხით არიან მოქცეულნი. ევროლიგის მომდევნო შეხვედრაში "ბასკონია" "მაკაბის" უმასპინძლებს, შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.  

სხვა სტატიები