Belive

შენგელიას ბასკონია უნიკახას წინააღმდეგ დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში არასახარბიელო და მოულოდნელ შედეგს აფიქსირებს. პირველ თებერვალს, ACB-ის მე-20 ტურში "ბასკონია" სტუმრად "უნიკახას" ეწვია და 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. მესამე მეოთხედის ჩათვლით, გუნდებს შორის ქულათა სხვაობა საკმაოდ მცირე იყო, თუმცა დასკვნით მეოთხედში "უნიკახამ" მეტოქეს გამარჯვების მოსაპოვებლად, ფაქტობრივად არანაირი შანსი არ მისცა. "ბასკონიას" კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 35 წუთი და 23 წამი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულას, 7 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად, 4 თებერვალს, თბილისის დროით 23:59-ზე, ევროლიგის ეგიდით "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები