Belive

შენგელიას და ჯენინგის გაბრწყინება - ბასკონია რეალთან ბაზერით დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი ქართველების "ბასკონია" - მადრიდის "რეალი იყო, რომელშიც სტუმრებმა 89:91 გაიმარჯვეს. ამ დაძაბულ ბრძოლაში ქართველებმა ლომის წვლილი შეიტანეს. გუნდის კაპიტანმა - თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32:32 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 20 ქულას (3/11 ორქულიანი, 4/6 სამქულიანი), 7 მოხსნასა, 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. რაც შეეხება მეტ ჯენინგს, ნატურალიზირებულმა ქართველმა კალათბურთელმა 27:40 წუთი ითამაშა, სადაც 18 ქულა (3/4 ორქულიანი, 4/6 სამქულიანი), 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
 

სხვა სტატიები