Belive

შენგელიას გამორჩეული თამაშის მიუხედავად ბასკონია ისევ დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგის მე-5 ტურში "ლიონ ვილერბანის" წინააღმდეგ წარსდგა. შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა, სადაც სამწუხაროდ ქართველი ლეგიონერის გუნდი მასპინძლებთან 3 ქულით დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი და 18 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს, ყველაზე მეტი - 17 ქულა მოუპოვა, მან ასევე 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ბლოკს მოუყარა თავი. მომდევნო შენგელიას "ბასკონია" 2 ნოემბერს გამართავს, ისინი საკუთარ მოედანზე მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებენ.  

სხვა სტატიები