Belive

შენგელიას მორიგი MVP-ს წოდება და ბასკონიამ სტუმრად იმარჯვა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები დასრულდა, სადაც ქართველთა "ბასკონიამ"  "ობრადოირო" სტუმრად 79:92 დაამარცხა. მატჩის MVP გახდა თორნიკე შენგელია, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

თორნიკე შენგელიამ, რომელიც "ბასკონიას" კაპიტანია საოცარი მატჩი ჩაატარა. მან პარკეტზე 33:47 წუთი გაატარა, რა დროშიც: 29 ქულას, 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ნატურალიზირებულმა ქართველმა კალათბურთელმა - მეტ ჯენინგმა. მან პარკეტზე 26:09 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგია: 11 ქულა, 1 მოხსნა. ქართველთა "ბასკონია" 8 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ადგილზეა.

სხვა სტატიები