Belive

"შენგელიას NBA-ში შეუძლია თამაში, თუმცა, მიხარია რომ ჩვენთანაა" - სერჯიო სკარიოლო

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც გუნდს 35 წუთში, 12 ქულა, 10 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა. შეიძლება ითქვას, რომ შენგელიამ გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სერჯიო სკარიოლომაც შეაქო. შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი სკარიოლოს უყურადღებოდ არ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ სკარიოლო “ვირტუს ბოლონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებს – გუნდის, რომელშიც შენგელია ასპარეზობს და იტალიურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს. ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა - სერჯიო სკარიოლომ ვრცელ ინტერვიუში თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ორივე ლიგაში (ევროლიგა და NBA) შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

სერჯიო სკარიოლო: "ძალიან მიხარია, რომ თოკო ჩვენთანაა. მან საკმაოდ სწრაფად მოახდინა გავლენა გუნდზე, როგორც თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით, ასევე მისი მენტალობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდებოდა მეტი გამოცდილება, მეტი კონკურენტუნარიანობა, მეტი გონებრივი სიმტკიცე და მან ნამდვილად მოგვიტანა ეს ყველაფერი. მოლოდინი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. იმედია ასე იქნება, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ბედნიერი ვიქნებოდი თუკი ის გუნდში მომავალ წელსაც ითამაშებდა. ვფიქრობ მას ორივე ლიგაში შეუძლია თამაში. ამ ეტაპზე ალბათ ევროლიგაა მისთვის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ ითამაშებს NBA-ში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ის გუნდში გვყავს და პირადად მე ვისურვებდი, რომ ის ევროპაში ყოფილიყო, თუმცა, გამიხარდებოდა მისი ხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში".
შეგახსენებთ, იტალიური მედიის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიასა და “ვირტუს ბოლონიას” შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მხარეებმა ყველა დეტალი წარმატებით გაიარეს, სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს დღეებში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. იტალიურ საკალათბურთო კლუბს 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მისი ერთი წლით გახანაგრძლივების შესაძლებლობით.

სხვა სტატიები