Belive

შენგელიას პირველი ტიტული ახალ სეზონში | CSKA სუპერთასის ჩემპიონია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ახალი სეზონიდან კვლავ "ცსკა"-ს შემადგებლობაში ასპარეზობს. ქართველმა ლეგიონერმა გუნდთან ერთად უკვე შეძლო და პირველი ტიტული მოიპოვა, რაც შემდეგში მდგომარეობს - "ცსკა" რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. საფინალო მატჩში, "ცსკა" "ზენიტს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:73 მოიგო. თორნიკემ პარკეტზე გატარებულ 17:58 წუთში, 7 ქულას, 9 მოხსნას, 1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 გახლდათ, რაც ნიკოლა მილუტინოვის შემდეგ (+14), საუკეთესო შედეგია. რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 23 სექტემბერს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები