Belive

შენგელიას შედეგიანობამ ბასკონია წაგებას ვერ გადაარჩინა 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-14 ტურში, ესპანური დაპირისპირება შედგა - "ვალენსიამ" შინ "ბასკონია" (105:77) დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 24:12 წუთი გაატარა თორნიკე შენგელიამ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 15 ქულა ჩააგდო და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. შედეგიანობის თვალსაზრისით, შენგელია თავისი გუნდის შემადგენლობაში მეორე, მთლიანად შეხვედრაში კი მეოთხე იყო. პარკეტი უქულოდ დატოვა მეტ ჯენინგმა. ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა სტუმართა რიგებში 11:51 წუთი ითამაშა და 2 მოხსნა მიითვალა. ბასკურ კლუბს ევროლიგაში 6 მოგება და 8 მარცხი აქვს, რა შედეგითაც მეათე ადგილს იკავებს, ფლეი-ოფში 8 საუკეთესო გუნდი გადის. "ბასკონია" შემდეგ შეხვედრას კვლავაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, 20 დეკემბერს გამართავს.

სხვა სტატიები