Belive

შენგელიას ულამაზესი მომენტი ევროთასმა გამოარჩია - ვირტუსი 1/4-ფინალშია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროთასის 1/8-ფინალურ შეხვედრაში, თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” “ლიეტკაბელისს” დაუპირისპირდა. ბოლონიაში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 75:69 დასრულდა. #1 online casino that is always https://casinodulacleamy.com/ ready to offer you a secure and enjoyable gambling experience! “ვირტუსის” შემადგენლობაში თორნიკე შენგელიამ მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

პარკეტზე გატარებულ 25:37 წუთში, შენგელიამ 7 ქულის, 5 მოხსნისა და 8 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ერთ-ერთ ეპიზოდში შენგელიამ, თანაგუნდელს პასი დაუფასა და ბრწყინვალე “დანქით” გულშემატკივარი აღაფრთოვანა. ევროთასის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, შენგელიას ულამაზესი მომენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

1/8-ფინალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “ვირტუსმა” ევროთასის 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც გერმანულ “ულმს” დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები