Belive

შენგელიას ვირტუსმა რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრაში ,,ვირტუსმა” ,,ტრევიზო” სტუმრად 37-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:113 დაამარცხა. შედეგად, სერია A-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სკარიოლოს გუნდმა პირველი ადგილი გაინაღდა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 22 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ,,ვირტუსს” 17 ქულით, 7 მოხსნითა და 2 ასისტით ამედეო ტესიტორიმ ულიდერა. ,,ტრევიზოს” შემადგენლობაში 16 ქულით, 1 პასით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ტომას დიმსა გამოირჩა. ,,ვირტუსი” 25 მოგებითა და 3 მარცხით იტალიის ჩემპიონატის პირველ პოზიციაზეა. ბოლონიური კლუბი სერია ა-ს მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, ,,სასარის” წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები