Belive

შენგელიასა და შერმადინის მორიგი აღიარება

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპის წამყვანი სკლუბო საკალათბურთო ჩემპიონატი - ლიგა ენდესა, 17 ივნისს ვალენსიაში აიღებს სტარტს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპული კალათბურთის გულშეატკივრებს განსაკუთრებული სანახაობა ელით. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინისს პარკეტზე ხილვა. აღსანიშნავია, რომ ლიგა ენდესას განახლებამდე, Beteve.cat-მა ჩემპიონატში მოთამაშე 8 კალათბურთელი გამოავლინა, რომელთაც მოწინააღმდეგეებმა და გულშემატკივრებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ტოპ-8 კალათბურთელს შორის თორნიკე შერმადინი და გიორგი შერმადინი დასახელდნენ. შენგელია იმ კალათბურთელთა შორის მოხვდა, რომელთა წინააღმდეგ თამაშს არავინ ინატრებს - გიორგი შერმადინმა კი "ტენერიფეს" ფარქვეშ დომინანტი გოლიათის სტატუსი მოიპოვა. განახლებული ლიგა ენდესა A და B ჯგუფების ფორმატით აიღებს სტარტს. A-ჯგუფი: "ბარსელონა", "ტენერიფე", "ბილბაო ბასკეტი", "ბასკონია", "უნიკახა", "ხუვენტუდი". B-ჯგუფი: "რეალი", "სარაგოსა", "მორაბანკ ანდორა", "ვალენსია", "სან პაბლო ბურგოსი", "გრან კანარია".  

სხვა სტატიები