Belive

შერმადინი ACB ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ტენერიფეს'' ცენტრი, გიორგი შერმადინი ACB ლიგის მე-15 ტურის MVP-ი გახდა.

ქართველმა ცენტრმა ,,უნიკახასთან'' მოგებულ მატჩში 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

33 წლის კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეჩვიდმეტედ დასახელდა და ამ შედეგით ფილიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს გაუთანაბრდა. შერმადინი ახლა მხოლოდ არვიდას საბონისსა და ლუ როს (19-19) ჩამორჩება.

,,ტენერიფე” 15 ტურის შემდეგ, 11 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 14 იანვარს, ,,სარაგოსას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები