Belive

შერმადინი დამარცხდა - შენგელიამ იმარჯვა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
17 ივნისს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი განახლდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა იასპარეზეს. გიორგი შერმადინის "ტენერიფემ", ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბს "უნიკახას" უმასპინძლა და 70:83 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 18.47 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. რაც შეეხება თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგს, ქართველთა "ბასკონიამ" სტუმრად "ბილბაო" გაანადგურა. შენგელიამ პარკეტზე 25.29 წუთი გაატარა, რა დროშიც: 7 ქულას, 9 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი, მეტ ჯენინგმა კი 10.37 წუთი ითამაშა, რა დროშიც მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემდეგ ტურში, 19 ივნისს, ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "ბასკონია" - "ტენერიფეს" მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

თორნიკე შენგელიას ეფექტური დაფარება დღევანდელი მატჩიდან

სხვა სტატიები