Belive

შერმადინი დაფრინავს - მატჩის MVP და გამარჯვება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 33-ე ტურის გახსნითი მატჩი ჩატარდა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" "გიპოზკოას" უმასპნიძლა და 29 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით "ტენერიფემ" მესამე ადგილი გაიმყარა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩა. მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა ქართველმა ცენტრმა - გიორგი შერმადინმა, რომელმაც MVP-ს ტიტული კვლავ დაისაკუთრა. გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი ჩაატარა, რა დროშიც 24 ქულას, 8 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. იგი ორივე კლუბის რიგებში საუკეთესო მექულე იყო.

იხილეთ გიორგი შერმადინის მომენტები Vs. "გიპოზკოა"

   

სხვა სტატიები