Belive

შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველი ლეგიონერი ესპანური გუნდის რიგებში შესანიშნავ მატჩებს ატარებს, შეიძლება ითქვას, რომ პარკეტზე ბრწყინავს და მის გუნდში მთავარი ფიგურაა. იანვარში შერმადინმა 5 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ პარკეტზე 23:36 წუთს ატარებდა, რა დროშიც 20.6 ქულას, 5.6 მოხსნასა და 3.2 პასს უყრიდა თავს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ორქულიანებს 68.3%-იანი სიზუსტით ისროდა, საჯარიმო ტყორცნების სიზუსტე კი 87.5% გახლდათ.
shermadini-mvp-january-baner-819x1024

თვის MVP-ის ტიტულის მოპოვებისას შერმადინს კონკურენციას "რეალის" ცენტრი, ვალტერ ტავარეში უწევდა, თუმცა უშედეგოდ. ქართველი ცენტრი ევროპის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სატელევიზიო ეთერის პირდაპირ ეთერში დაასახელეს. იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები