Belive

შერმადინი ისევ MVP გახდა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეცხრე ტურში, გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" მონტენეგროულ "მორნარს" საშინაო კედლებში დიდი უპირატესობით - 91:61 მოუგო. გამარჯვებაში უმთავრესი წვლილი გიორგი შერმადინს მიუძღვის. ქართველი ცენტრი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ესპანეთის ჩემპიონატში სეზონის MVP-ის წოდებისთვის იბრძვის, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 30 წლის კალათბურთელმა 22 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა მოაგროვა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მატჩში საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმაც ითამაშა, რომელმაც პარკეტი 7 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დატოვა.
"ტენერიფე" 8 მოგებითა და 1 მარცხით, ჩემპიონთა ლიგაში ერთპიროვნული ლიდერია, შიდა ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროლიგაში მოხვედრის შანსიც აქვს. შემდეგ შეხვედრას შერმადინის გუნდი ACB ლიგაში, 21 დეკემბერს, ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები