Belive

შერმადინი კვლავ დამაჯერებელია | ტენერიფე ნახევარფინალშია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებები მიმდინარეობს, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფეც" ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ACB-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პლეიოფშიც ღირსეულად ასპარეზობს. შერმადინის გუნდის ოპონენტი ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის თად მაკფადენის გუნდი "ბურგოსია", რომელთაც სერიაში 1:0-ს უგებდნენ. სერიის მე-2 მატჩი "ბურგოსის" საშინაო არენაზე გაიმართა და "ტენერიფემ" დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 92:68 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა. გიორგიმ პარკეტზე გატარებულ 27:18 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +22 გახლდათ. რაც შეეხება მაკფადენს, რომელმაც წინა შეხვედრაში საკუთარ გუნდს ვერცერთი ქულა ვერ მოუტანა, აღნიშნულ მატჩში მის ანგარიშზე 10 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. ნახევარფინალურ ეტაპზე "ტენერიფეს" ოპონირებას "ბარსელონასა" და "ხოვენტუდის" წყვილს შორის გამარჯვებული გაუწევს.  

სხვა სტატიები