Belive

შერმადინი პლეი-ოფის შეხვედრაში MVP გახდა | ტენერიფე ბურგოსთან დაწინაურდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებებმა აიღო სტარტი. გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "ბურგოსი" ანგარიშით - 86:78 დაამარცხა. გიორგიმ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და ჯამში პარკეტზე 22:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულას, 3 შედეგიან გადაცემასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი გიორგი შერმადინს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი +24 ჰქონდა, შესაბამისად შეხვედრის MVP-იც სწორედ ქართველი ლეგიონერი გახდა. საგულისხმოა, რომ "ბურგოსის" რიგებს ნატურალიზებული ქართველი კალათბურთო თად მაკფადენი იცავს, რომელმაც 9 წუთში საკუთარ გუნდს ვერცერთი ქულა ვერ შესძინა. მეოთხეფინალური ეტაპი 2-გამარჯვებამდეა, შემდეგი მატჩი კი 3 ივნისს "ბურგოსის" საშინაო არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები