Belive

შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს - მას პატარა დივანზე ეძინა (ფოტო)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინი რუსეთის საზღვარზე არ შეუშვეს. "ტენერიფეს" ცენტრმა მნიშვნელოვან თამაშებამდე ღამე ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში გაატარა. როგორც იცით, ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია გასული. აღნიშნული ეტაპის შეხვედრებს კი რუსეთი მასპინძლობს. გიორგის თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული ფაქტი დაგმო.
"მიუღებელია, რომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშე აეროპორტში დატოვეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. გუშინდელი საღამოს შემდეგ ის ისევ იქაა, პრობლემის მოსაგვარებლად კი არაფერი კეთდება. უნდა დაეძინა ამ "დივანზე", მაშინ, როდესაც ხანგძლივი სეზონის შემდეგ, წინ მნიშვნელოვანი თამაშია. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება," - წერს უერტასი.
 

სხვა სტატიები