Belive

შერმადინი საკუთარ გუნდთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასის ჩემპიონია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ვირტუს ბოლონიას" წინააღმდეგ შესანიშნავი ასპარეზობის შედეგად ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოირგო.

ფინალამდე მისასვლელ გზამდე "ტენერიფემ" "რიო გრანდე" დაამარცხა, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G-ლიგის გუნდია. ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 23 ქულას მოუყარა თავი და შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი შერმადინი საქართველოს დროშით იყო.
"იბეროსტარ ტენერიფემ" აღნიშნული ტურნირის მოგება 2017 წელსაც მოახერხა.

სხვა სტატიები