Belive

შერმადინი: "საქართველო გვიყურებს და ჩვენით ამაყობს"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად, ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 90:94 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა: "დიდებული თამაში გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ვიცით, რომ სერბეთი უძლიერესი გუნდია და მათ პატივს ვცემთ. შეხვედრის მიწურულუს უკეთესად ვითამაშეთ და გამარჯვების მომტანი ქულები ჩავაგდეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მათ საოცარი თამაში ჩაატარეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა, საქართველო უყურებდა ამ შეხვედრას და ვიცი, რომ ისინი ჩვენით ამაყობენ," - თქვა შერმადინმა.

სხვა სტატიები