Belive

შერმადინი: "შეტევასა და დაცვაში დამაჯერებლად ვითამაშეთ" 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხების (94:90) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა. "ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, მწვრთნელებს, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებს, რომლებიც ეკრანებთან ისხდნენ და აღტაცებულები იყვნენ იმით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები დავამარცხეთ. ჩვენთვის მეორე ნახევარი წარმატებული გამოდგა. ამ პერიოდში დამაჯერებლად ვითამაშეთ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. სროლა წაგვივიდა და შორეული დისტანციიდან საკმაოდ ბევრი ნატყორცნი ზუსტი გამოგვივიდა", - თქვა შერმადინმა.

სხვა სტატიები