Belive

შერმადინის 17 ქულა და შენგელიას გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგაში რიგით მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა, სადა ტრადიციულად საქართველოს ნაკრების წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ფუენლაბრადა"  სტუმრად 60:110 გაანადგურა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ხასიათიდან გამომდინარე, "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი დიდად არ დატვირთულა - მისმა მონაგარმა 19:14 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი შეადგინა. გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "გრან კანარია" შინ 89:76 დაამარცხა. გიომ შესანიშნავად იასპარეზა და 24:23 წუთში თავი 17 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა და პარკეტზე მხოლოდ ბრწყინვალედ მოასპარეზე თანაგუნდელს ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა (24 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, მარგი ქმედების კოეფიციენტი 24). ბექა ბურჯანაძის "გიპუზკოა" ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის, ტად მაკფადენის "ტენერიფეს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 73:79 დამარცხდა. სამწუხაროდ, ბექა განაცხადში არ იმყოფებოდა, რაც შეეხება მაკფადენს, მან 25:34 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტის გრაფაში კი 20 ჩაიწერა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

სხვა სტატიები