Belive

შერმადინის 29 ქულა და MVP-ის ტიტული ბაქსი მანრესასთან შეხვედრაში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ACB ლიგის 21-ე ტურში "იბეროსტარ ტენერიფემ" "ბაქსი მანრესას" უმასპინძლა და მეტოქე 85:70 დაამარცხა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც თავის გუნდს ულიდერა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 22:57 წუთი დაჰყო, რა დროშიც 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 14-დან 10 ორქულიანი და 9-დან 9-ვე საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, გიორგიმ ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 37-ს გაუტოლდა. ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში "იბეროსტარ ტენერიფემ" 20 ჩატარებული შეხვედრიდან 16 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, შერმადინის გუნდი მხოლოდ "რეალს" ჩამორჩება. "ტენერიფე" შემდეგ მატჩს 30 იანვარს "მორაბანკ ანდორას" წინააღმდეგ ითამაშებს. ასევე იხილეთ მატჩის გამორჩეული მომენტები:
 

სხვა სტატიები