Belive

შერმადინის მორიგი MVP | ტენერიფე კვლავ იმარჯვებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ პარკეტზე "ესტუდიანტესს" უმასპინძლა. შეხვედრა პირველივე მეოთხედიდან კუნძულელების უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ კი 24-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 101:77 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 30-ე ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფის საგზური ორმა გუნდმა გაინაღდა, ესენი არიან - "რეალი" (29 მოგება / 1 მარცხი) და "ბარსელონა" (25 მოგება / 4 მარცხი), მე-3 პოზიციაზე კი "ტენერიფე" იმყოფება, რომელსაც აქტივში 23 მოგება აქვს, მხოლოდ 5 მარცხის საპირწონედ. "ტენერიფესთვის" "ესტუდიანტესთან" გამარჯვება მიჯრით მოგებული მე-9 შეხვედრაა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 17 წუთი და 24 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა, რომელსაც 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც დაუმატა. აღნიშნული მაჩვენებლით ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP-ის ტიტულის მფლობელი გახდა, რომელიც მიმდინარე სეზონში მისთვის მე-13 გახლდათ.  

სხვა სტატიები