Belive

შერმადინის MVP, შენგელიას გამარჯვება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ერთმანეთს ორი გამორჩეული ქართველის გუნდი დაუპირისპირდა - თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" 75:58 აჯობა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25 წუთში 16 ქულა ჩააგდო, ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. რაც შეეხება შენგელიას, 28 წლის ფორვარდმა 25 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სატურნირო ცხრილში "ბასკონია" მერვე, ხოლო "ტენერიფე" მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, ორივე გუნდს ფლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შერმადინი "ბარსელონას" ლიდერ ნიკოლა მიროტიჩთან ერთად სეზონის MVP-ის წოდების მოპოვების მთავარი კანდიდატია.

სხვა სტატიები