Belive

შერმადინის ორმაგი დუბლის მიუხედავად ტენერიფე დამარცხდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს, სადაც მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებას ცდილობს. "ტენერიფეს" მეტოქე თურქული კლუბი "კარშიაკაა". გუნდებმა უკვე ორი შეხვედრა გამართეს. პირველი მატჩი ესპანეთში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა გაიმარჯვეს და შეხვედრის MVP ქართველი ლეგიონერი, გიორგი შერმადინი გახდა.  რაც შეეხება მეორე მატჩს, ამ შემთხვევაში მასპინძლების ამპლუაში თურქები იყვნენ, რომლებმაც გიორგი შერმადინის გუნდს 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 88:80, სძლიეს და გადამწყვეტი მატჩის თამაშის უფლება მოიპოვეს.



თურქეთში გამართულ მატჩში გიორგი შერმადინმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ჯამში პარკეტზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ბლოკშოტი მოუტანა. გადამწყვეტი მატჩს ესპანელები უმასპინძლებენ. შეხვედრა დღეს, 20 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები