Belive

შერმადინის ტენერიფე 22-ქულით დამარცხდა | ქართველი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-ის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის, თად მაკფადენის გუნდს "სან პაბლო ბურგოსს" შეხვდა. "ტენერიფე" გასვლით მატჩში, ფაქტობრივად უშანსოდ, 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 101:79 დამარცხდა. შერმადინმა პარკეტზე 21:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულას, 3 შედეგიანი გადაცემას, 6 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო. რაც შეეხება მაკფადენს, მან 21:05 წუთი ითამაშა, ამ პერიოდში მან აქტივში 17 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. მსგავსად შერმადინისა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც 15 იყო. "ტენერიფე" მომდევნო შეხვედრას 17 მარტს გამართავს.

სხვა სტატიები