Belive

შერმადინის ტენერიფე ესპანეთის თასის ნახევარფინალში დამარცხდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
13 თებერვალს ესპანეთის საკალათბურთო თასის 1/2-ფინალში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებმა 6-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 85:79 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის გასული თვის MVP გახდა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 12:46 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს მხოლოდ 1 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 0-ს უდრიდა. აღნიშნული მაჩვენებელი შერმადინის ესპანურ საკალათბურთო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია. ესპანეთის თასის ფინალში მაყურებელი საკალათბურთო "ელ კლასიკოს" იხილავს ანუ ერთმანეთის პირისპირ "რეალი" და "ბარსელონა" იასპარეზებენ.

სხვა სტატიები