Belive

შერმადინის ტენერიფე ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
11 თებერვალს, ესპანეთის საკალათბურთო თასის 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს გიორგი შერმადინის "ტენერიფე" და "სან პაბლო ბურგოსი" დაუპისირპირდნენ. შეხვედრის პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ამის შემდეგ "ტენერიფეს" მეტოქისათვის ერთხელაც არ მიუცია წინ გასვლის შანსი და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 87:76, იმარჯვეს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:23 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 12 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ "სან პაბლო ბურგოსის" რიგებში ნატურალიზებული ქართველი თად მაკფადენი ასპარეზობს, რომელმაც 26:30 წუთში 9 ქულის მოპოვება შეძლო. 13 თებერვალს, ესპანეთის თასის 1/2-ფინალურ ეტაპის შეხვედრა გაიმართება, სადაც "ტენერიფეს" მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ 1/4-ფინალურ ეტაპზე, "ვალენსია" დამაჯერებელად, ანგარიშით 85:74, დაამარცხეს.  

სხვა სტატიები