Belive

შერმადინის ტენერიფემ ბურჯანაძის ბეტისი დაამარცხა | ქართველების მონაგარი

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა. ACB ლიგაში ერთმანეთის პირისპირ ქართველი ლეგიონერების გუნდებს მოუწიათ ასპარეზობა - ბექა ბურჯანაძის "ბეტისმა", საკუთარ არენაზე, გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" უმასპინძლა. შეხვედრა პირველი მეოთხედიდან სტუმრების მნიშვნელოვანი უპირატესობით წარიმართა და საბოლოო შედეგიც ლოგიკური დადგა - "ტენერიფემ" 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 72:81, მოიგო.



ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე ზუსტად 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 16:51 წუთში, 6 ქულისა და 3 მოხსნის მოპოვება შეძლო. სატურნირო ცხრილში ტენერიფე 7 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 პოზიციას იკავებს, ბეტისი კი 2 მოგებითა და 8 მარცხით ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები