Belive

შერმადინის უნიკახამ ბურჯანაძის გიპუსკოა დაამარცხა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის "ლიგა ენდესაში" მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.  "გიპუსკოამ", რომელშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, ბექა ბურჯანაძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე "უნიკახა" მიიღო. "უნიკახას" ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე, გიორგი შერმადინი იცავს. ორივე ქართველმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო. საბოლოოდ მატჩი "უნიკახას" გამარჯვებით, 80:94 დასრულდა. "უნიკახასა" და საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა პარკეტზე 25 წუთი დაჰყო. ამ დროს განმავლობაში 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება "გიპუსკოაში" მოთამაშე ბექა ბურჯანაძეს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 23 წუთი და 30 წამი ითამაშა. ამ პერიოდში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. "გიპუსკოა" 6 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 იანვარს სტუმრად "ბრეოგანთან" ჩაატარებს. "უნიკახა" კი 20 ქულით მე-4 პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას ისიც 6 იანვარს საკუთარ კედლებში "ტენერიფესთან" გამართავს.

სხვა სტატიები