Belive

შეუდარებელი შენგელია და "ბასკონიას" მეოთხე გამარჯვება ევროლიგაზე!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მე-11 ტურის შეხვედრა ჩაატარა ევროლიგაზე თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის "ბასკონიამ". ვიტორიელებმა შინ მოსკოვის "ცსკა-ს" უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 76:73 დაამარცხეს. "ბასკონია" მიმდინარე სეზონში ევროპის ნომერ პირველ გათამაშებაში ვერ ბრწყინავს, თუმცა შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე ესპანელებმა მატჩი მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშეს და ბოლო წუთებში სწორედ თოკოს ორქულიანით მეტოქე საბოლოოდ გატეხეს. საბოლოო ჯამში თოკომ მოედანზე 32:09 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში თავი 15 ქულას, 8 მოხსნას, 3 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა, მის წინააღმდეგ კი "ცსკას" კალათბურთელები 9-ჯერ! დაჯარიმდნენ, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 23 შეადგინა, რითიც გუნდში მხოლოდ ვენსან პორიეს ჩამორჩა. მეთ ჯენინგმა 26:26 წუთში თავი 13 ქულას, 3 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. "ბასკონიამ" ამ მოგებით თავი 4 გამარჯვებასა და 7 მარცხს მოუყარა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე აღზევდა. ვიტორიელები შემდეგ შეხვედრას 12 დეკემბერს თელ-ავივში "მაკაბის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.  

სხვა სტატიები