Belive

სკარიოლო: ,,გერმანია ევრობასკეტის საუკეთესო გუნდია''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, გერმანიასთან გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,არსებობს კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ ასეთი რთული ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. თუმცა, ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. ამჯერად გერმანია ევრობასკეტის საუკეთესო ნაკრებია, არამხოლოდ მათი სიძლიერის, არამედ მათი თამაშის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიცაა, რომ ისინი საკუთარ დარბაზში თამაშობენ. ატმოსფერო კალათბურთელებსა და მსაჯებზე იმოქმედებს.

ეს გამოწვევაა, რთული მატჩი გველის. საკუთარი შესაძლებლობების 80%-ის გამოვლენა საკმარისი არ იქნება,'' - განაცხადა სკარიოლომ.

ევრობასკეტის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში გერმანია ესპანეთს შეხვდება. მატჩი ხვალ, 22:30 საათზეა, ჩანიშნული.

სხვა სტატიები