სლოვენიამ ესპანეთს მოუგო და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის C ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95-87 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ალექსანდრ სეკულიჩის გუნდმა 10 ქულით იმარჯვა.

სლოვენიის შემადგენლობაში 22 ქულით, 2 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 დაფარებით ვლატკო ჩანჩარი გამოირჩა. 12 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა ლუკა დონჩიჩმა.

ესპანეთს 18 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით რიკი რუბიომ ულიდერა. 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ასისტი იყო ალბერტო აბალდეს ანგარიშზე.

შედეგად, C ჯგუფიდან მეოთხედფინალში სლოვენია პირველი ადგილით გავიდა, ესპანეთი – მეორეთი, არგენტინა კი – მესამეთი.

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.


სლოვენიამ ესპანეთს მოუგო და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა 1

(71)

სლოვენიამ ესპანეთს მოუგო და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

სტატიის ავტორი
-