Belive

სრული სიგიჟე გოლდენ სტეიტისა და დეტროიტის მატჩში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტისა" და "დეტროიტის" დაპირისპირება შედგა. სან ფრანცისკოში, "Chase Center"-ზე გამართული მატჩი საკმაოდ დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით 119:122 დასრულდა.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა მატჩის უკანასკნელი წამები. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, იმ დროს, როდესაც "გოლდენ სტეიტი" 116:119 მარცხდებოდა, კლეი ტომპსონმა 3-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. დაპირისპირების ძირითდი დროის ამოწურვამდე მხოლოდ და მხოლოდ 1 წამი იყო დარჩენილი და მასპინძლები ოვერტაიმისათვის ემზადებოდნენ, როდესაც სადიქ ბეიმ "გოლდენ სტეიტს" 3-ქულიანი ჩაუგდო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (119:122) დააფიქსირა.

სხვა სტატიები