Belive

კრიპტო არენა - Staple Center-ს სახელი შეეცვლება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ლოს-ანჯელესში The Staples Center-ის ეპოქა ცოტა ხანში დასრულდება - მისი სახელი ამიერიდან Crypto.com Arena იქნება. როგორც იცით, კრიპტო სამყარო ბოლო პერიოდში საოცარი სისწრაფით ვვითარდება, მისი გავლენა კი უკვე სპორტულ სამყაროსაც შეეხო. გავრცელებული ინფორმაციით, სინგაპურში შექმნილმა კომპანიამ სახელწოდების 20-წლიანი უფლება მოიპოვა. ფინანსური შეთანხმების შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ჯამური ღირებულება 700 მილიონ დოლარზე მეტია.  

სხვა სტატიები