Belive

სტეფ კარი - გოლდენ სტეიტის ყველა დროის საუკეთესო მექულე!

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩები გაიმართა, სადაც "გოლდენ სტეიტმა" შინ "დენვერი" მიიღო და 9 ქულიანი სხვაობით, 116:107 დაამარცხა. ეს მატჩი ისტორიული გამოდგა სტეფ კარისთვის, რომელსაც "გოლდენ სტეიტის" ყველა დროის საუკეთესო მექულეობამდე მხოლოდ 19 ქულა სჭირდებოდა. კარიმ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 35 წუთში მისი მონაგარი შემდეგი იყო: 53 ქულა (10 ჩაგდებული სამქულიანი), 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ სტეფს რეკორდის დასამყარებლად 19 ქულა სჭირდებოდა, რომელიც პირველივე მეოთხედში მოაგროვა და მან ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 17 783 ქულა იყო. დღეიდან ოფიციალურად, სტეფ კარი ოკლენდელთა ყველა დროის საუკეთესო მექულეა 17 818 ქულით. შეგახსენებთ, რომ სტეფი "გოლდენ სტეიტში" 2009 წლიდან ირიცხება.

სხვა სტატიები