Belive

სტეფ კარიმ ხელი მოიტეხა (ვიდეო) 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"გოლდენ სტეიტისთვის" სეზონი საშინლად დაიწყო. ვიცე ჩემპიონმა ჯერ NBA-ს რეგულარული გათამაშების საწყისი 4-დან 3 მატჩი წააგო, ახლა კი გუნდის ლიდერი სტეფ კარი დაკარგა. "ოქროს შტატელთა" სნაიპერმა "ფენიქს სანსთან" შინ (110:121) წაგებულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო. "მეომრების 30-ე ნომერი ფარში შესვლას ცდილობდა, როცა მეტოქის ცენტრ აარონ ბეინსს შეეჯახა და მარცხენა ხელი მოიტეხა. პარკეტზე უხერხულად დაცემის შემდეგ, ბეინსი კარის ზემოდან მოექცა. 31 წლის კალათბურთელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია. "მეომრები" შემდეგ შეხვედრას "სან ანტონიოსთან" შინ გამართავენ.

სხვა სტატიები