Belive

სტეფ კარის ახალი რეკორდი - ყველაზე მეტი ჩაგდებული სამქულიანი NBA-ის ისტორიაში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტმა'' ,,ჩიკაგოს'' უმასპინძლა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:93 დაამარცხა. მატჩში 40 ქულა, 5 ასისტი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა სტეფ კარიმ, რომელმაც ,,ბულსს'' 9 სამქულიანი ჩაუგდო. გამთამაშებელს კარიერიაში (რეგულარული სეზონი, ფლეიოფი) 3359 ჩაგდებული სამქულიანი დაუგროვდა, რაც NBA-ის ყველა დროის საუკეთესო შედეგია. სტეფმა რეი ალენს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 3358 სამქულიანია. აღსანიშნავია, რომ კარიმ რეკორდის დამყარება 886 შეხვედრაში შეძლო, ალენმა კი 1471-ში. გარდა ამისა, 33 წლის სუპერვარსკვლავმა, ერთ მატჩში მინიმუმ 9 სამქულიანი 36-ედ ჩააგდო, რითაც მისივე რეკორდი გააუმჯობესა. ამ მხრივ მეორე ადგილს დემიენ ლილარდი და ჯეიმს ჰარდენი იყოფენ (9-ჯერ კარიერაში).


სხვა სტატიები