Belive

სტეფ კარის დაბრუნების თარიღი ცნობილია

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. "ოკლენდელთა" ლიდერი, სტეფ კარი პარკეტს უბრუნდება. წყაროს მტკიცებით, სტეფ კარი 1 მარტს, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება. მოტეხილ მარცხენა ხელზე ჩატარებული ოპერაციიდან 4 თვის შემდეგ, სტეფ კარიმ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი გაიარა. ლიდერების გარეშე დარჩენილმა "გოლდენ სტეიტმა" რეგულარული სეზონი ჩააგდო და დასავლეთ კონფერენციის ფსკერზე იმყოფება. სტეფ კარის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.
Untitled

სხვა სტატიები