Belive

სტივ კერი: "დღეში ორ სტუდენტურ მატჩს ვუყურებ"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ 2020 წლის დრაფტის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. "ამ პერიოდში, დღეში ალბათ ორ სტუდენტურ მატჩს ვუყურებ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ნიჭიერი ბიჭი ავლენს საკუთარ მონაცემებს, დიდი არჩევანი გვაქვს. რაც შეეხება შენაძენებს, ეს ჩემი სფერო არ არის. ეს გუნდის მენეჯერის ბობ მაიერსის სამყაროა. ჩვენ იმას ავირჩევთ, ვისაც ბობი და სკაუტები გადაწყვეტენ. რაც ვიცი არის ის, რომ ამჟამად განვიხილავთ რომელი ვარიანტი აჯობებს: გავცვალოთ ფრაფტის ნომერი ვეტერან მოთამაშეში თუ პირიქით? რომელი უფრო დაგვეხმარება. ყველაფერს მალე გაიგებთ",-თქვა კერიმ. კალიფორნიელები 15 მოგებითა და 50 მარცხით დასავლეთ კინფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები