Belive

სტივ ნეში ბრუკლინ ნეთსის მთავარი მწვრთნელია! 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ბრუკლინ ნეთსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. "ბრუკლინმა" სტივ ნეშს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ვეტერანი კალათბურთელისთვის ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა NBA-ში მთავარი მწვრთნელის სტატუსით იმუშავებს. 46 წლის ამერიკელი ახალ სამსახურს "გოლდენ სტეიტ უორიორსში" 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დათანხმდა, სადაც ის მოთამაშეთა განვითარების კონსულტანტის პოზიციას იკავებდა და ზედიზედ 4-ჯერ სუპერფინალში ითამაშა და 2 საჩემპიონო ბეჭედიც მოიპოვა. ნეში "ფენიქსის", "დალასის", და "ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშეა და კარიერის განმავლობაში 2-ჯერ სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები