Belive

ტეიტუმის 50 ქულა - ბოსტონმა ბრუკლინთან ანგარიშში სხვაობა შეამცირა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის ფლეიოფის პირველი რაუნდის მე-3 შეხვედრაში, ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,ბრუკლინ ნეთსს'' უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125:119 დაამარცხა. შედეგად, ბრედ სტივენსის გუნდმა სერიაში ანგარიში შეამცირა - 2:1. ,,სელტიქსის'' რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც არასრულ 41 წუთში 50 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 23 ქულა, 6 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო მარკუს სმარტის ანგარიშზე. ,,ბრუკლინს'' 41 ქულით, 10 პასით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. 39 ქულას, 9 მოხსნას, 4 ჩაჭრას, 1 დაფარებასა და 1 ასისტს მოუყარა თავი კევინ დურანტმა. ,,სელტიქსსა'' და ,,ნეთსს'' შორის მომდევნო შეხვედრა ორშაბათს, 31 მაისს, კვლავ ბოსტონში გაიმართება.

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები