Belive

ტენერიფე რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში დამარცხდა | შერმადინმა გუნდს 9 ქულა შესძინა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების მნიშვნელოვანი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 24-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 72:96 იმარჯვა. ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, თუმცა დიდი შედეგიანობით არ გამოირჩა. 20:32 წუთში შერმადინის მონაგარი 9 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ, აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი -24 ჰქონდა, რაც საგრძნობლად უარყოფითი შედეგია, თუმცა თუ მატჩის შედეგს გავითვალისწინებთ, ლოგიკის ფარგლებს არ სცდება. "ტენერიფესა" და "ბარსელონას" მატჩს სატურნირო თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია, ვინაიდან ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში "ტენერიფე" მე-3 ადგილზე გადიოდა. გიორგის გუნდის საბოლოო შედეგი 27 მოგება და 7 მარცხია. "ტენერიფე" საპლეიოფო დაპირისპირების პირველ ეტაპზე, თად მაკფადენის "ბურგოსს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები