Belive

ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა | შერმადინმა გუნდს 10 ქულა მოუტანა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საშინაო არენაზე "ვალენსიას" დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით - 78:80, დასრულდა. გიორგიმ პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 10 ქულით, 5 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. შერმადინის გუნდი სატურნირო ცხრილში 9 მოგებითა და 8 მარცხით, მე-9 პოზიციას იკავებს. "ტენერიფე" მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, სტუმრად, "სტრასბურგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები